ჩემს შესახებ

воскресенье, 7 декабря 2014 г.

მეცხრე დღე

ეს კურსი საშუალებას მომცემს: გავაუმჯობესო საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკა,
ავუმაღლო მოტივაცია მოსწავლეებს,ჩავრთო პროექტის გეგმის შედგენაში, ვასწავლო თვითრეგულირება, ვასწავლო როგორ ისწავლონ, მოსწავლეებმა გაიუმჯობესონ ისტ-ის გამოყენების, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, უპასუხონ 21-ე საუკუნის მოთხოვნებს. 

ჩემი პროექტის პორტფოლიო

ჩემი პროექტი- ,,რა ვისწავლე"

суббота, 6 декабря 2014 г.

მერვე დღე

განვიხილეთ მოსწავლეთა დიფერენცირებული სწავლების მიდგომები,  გავეცანით ამ ტიპის სწავლებისათვის შექმნილ ნიმუშებს, შევქმენით ელექტრონული სავარჯიშო, რომელიც მოვათავსეთ სასწ. პროექტის დამხმარეში.
გავეცანით მასალებს, ნიმუშებს რომლებიც ხელს უწყობს მოსწავლეთა თვითრეგულაციას, შევქმენით ელ.რესურსი. გავეცანი ფასილიტაციის ნიმუშებს, შევქმენი ასეთივე ნიმუში.

воскресенье, 30 ноября 2014 г.

მეშვიდე დღე

შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შეფასების ჩეკლისტი, შევუფასეთ ერთმანეთს ნაშრომები, შევიტანეთ გეგმაში ცვლილებები.

среда, 26 ноября 2014 г.

მეხუთე დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. კერძოდ:შეიძლება მოსწავლემ ბლოგზე მოგვცეს უკუკავშირი კომენტარებით, დაიცვას მოძიებული რესურსის საავტორო უფლებები, მოიძიოს საიტი და ბუკმარკით დაიმახსოვროს, ძიების დროს ჩასვას სიტყვა ბრჭყალებში უფრო ზუსტი ინფორმაციის მოსაძიებლად.
გავეცანით დამატებითსაძიებო სისტემებს,გამოვაქვეყნეთ პროექტის პრეზენტაცია ბლოგზე 

среда, 19 ноября 2014 г.

მე-4 დღე

მე-4 დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანმალიზებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვების, განმავითარებელი  შეფასების ფორმების გამოყენების მნიშვნელობა რამდენიმე თვალსაზრირსით

суббота, 15 ноября 2014 г.

მეორე დღე

გავეცანით ელექტრონულ წიგნში პუბლიკაციის ნიმუშებს,  შაბლონებს, ავირჩიეთ სასურველი შაბლონი და შევქმენით პუბლიკაცია. შევქმენით ბლოგები და დავდეთ მეორე დღის რეფლექსია